გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ევროკავშირის პროექტის ,,მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის” ფარგლებში ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
ვიდეოგზამკვლევი გაცოცხლებული მუზეუმი, რომელიც დოკუმენტურ ფილმად იყო წარმოდგენილი, ფოლკლორისტს მაია გელაშვილსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გურიის რეგიონალური წარმომადგენლობის დირექტორს ავთანდილ სურგულაძეს ეკუთვნის.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტს ,,მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ევროკავშირი აფინანსებს, რომელიც უპრეცედენტოა და მიზნად ისახავს გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. პროექტს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტსა და ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრ -“პროგრესის სახლთან”ერთად ახორციელებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *