UNDP ტურიზმის განსავითარებლად

UNDP ტურიზმის განსავითარებლად

2020 წელს, პროგრესის სახლმა, გურიის ახალგაზრდულ რესურცენტრთან პარტიორობითა  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო პროექტი: „გურიის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია”.

თავდაპირველად, პროექტის მიზანი, ევროპაში გურიის დამეგობრებულ ქალაქებთან კავშირის აღდგენა გახლდათ. იგეგმებოდა მონაწილეებისთვის ტრენინგების ჩატარება და წარმატებული მონაწილეების წაყვანა ტურებში, ევროპის სამ ქვეყანაში. პროექტი მოიცავდა ასევე, ევროპის სამი ქვეყნიდან ჟურნალისტების ჩამოყვანას, რომლებისთვისაც მედია ტური იყო დაგეგმილი. წახალისების მიზნით, განსაზღვრული იყო სარეკლამო მასალების დაბეჭდვა, ტურიზმის სფეროში წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ასევე იყო განსაზღვრული გრანტი 80 ათასი ლარის ოდენობით. პანდემიამ ამ პროექტის ყველა გეგმა თავდაყირა დააყენა.

პანდემიის გამო, პროექტი მნიშვნელოვნად შეიცვალა. პირველ რიგში, გაიზარდა სამოქმედო არე და თავდაპირველად განსაზღვრულ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს, ოზურგეთიც დაემატა. სასწავლო ვიზიტებსა და მედია ტურებისთვის განსაზღვრული თანხა, სრულად საგრანტო პროგრამებზე ადაპტირდა. დაფინანსების მოცულობა, 80 ათასი ლარიდან 126 ათას ლარამდე გაიზარდა.

პროგრამაში პანდემიისგან დაზარალებული ტურისტული სექტორი ჩაერთო, ტურიზმის ყველა სფეროდან გახდა იდეების მიღება შესაძლებელი. მცირე გრანტების კონკურსში შესაძლებელი იყო მაქსიმუმ 7000 ლარის ფარგლებში შეეტანათ პროექტები. „პროგრესის სახლისთვის“ მთავარი იდეა, თუ და რისი გაუმჯობესება შეიძლებოდა ამ თანხით. ამ მცირე საგრანტო კონკურსში იმ ადამიანების ჩართვაც გახდა შესაძლებელი, რომლებსაც აქვთ იდეა, არიან თავისი საქმის პროფესიონალები და აქვთ ბიზნესის განვითარების ხედვა.

პროექტის  ფარგლებში შესაძლებელი გახდა 29 საპროექტო იდეის დაფინანსება. საბოლოოდ, 29 ისეთი ადამიანი მიიღო პროექტმა, რომელმაც ამ პანდემიის პირობებში ნიჰილიზმი და უიმედობა დასძლია, არ გაჩერდნენ და სამომავლოდ თავიანთი მიზნების განსახორციელებლად მეტად გაძლიერდნენ. მათთვის ეს პროექტი ერთგვარი სტიმული და მოტივაცია გახდა.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულებს შორისაა: ჩაის ფაბრიკა, საოჯახო სასტუმრო, მეფუტკრებობა და სკები უყიდეს,  ქიმწმენდის აპარატის ყიდვა ბახმაროში, ყავის ჩამომასხმელი აპარატი – წყალწმინდის გზაზე, სათბური.

პროექტის შესახებ მომზადებული ფილმი შეგიძლიათ იხილოთ:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Progress House