ღია სივრცე – ახალგაზრდებისთვის

ღია სივრცე – ახალგაზრდებისთვის

„პროგრესის სახლი“ ყოველთვის მზად არის დაეხმაროს დამწყებ ორგანიზაციებს, ყველა იდეას, ყველა ინიციატივას, რომელიც მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისკენ. ამ დროისთვის ათამდე ორგანიზაციის დასახელება შეიძლება, რომელიც „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბისა“ და „პროგრესის სახლის“ მხარდაჭერით არის დაარსებული.

ბოლო დროის წარმატებულ ასეთ იდეად უნდა ჩაითვალოს „ევროკლუბის“ გაძლიერება.  „ევროკლუბი“ არის ახალგაზრდა ორგანიზაცია, რომელიც მიმართულია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და გააქტიურებაზე.

ბოლო დროს ჩატარებული კვლევების თანახმად, რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს არ აქვთ სივრცე თვითრეალიზაციისთვის. სწორედ ამიტომ პროგრესის სახლა გადწყვიტა სტუდენტურ-ახალგაზრდულ სათათბიროსთან და ევროკლუბთან ერთად დაეარსებინა ღია სივრცე ახალგაზრდებისთვის.  იდეის ხორცშესასხმელად ორგანიზაცია საკუთრებაში არსებული ფართის ნაწილი დაუთმო  ახალგაზრდებს იმისთვის, რომ მათ ჰქონოდათ კომუნიკაციის, სხვადასხვა ღონისძიების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობა.

ახალგაზრდები ერთ გუნდად ჩაერთნენ იდეის განხოციელებაში. შექმნეს სივრცე – სადაც იკრიბებიან, საუბრობენ, მსჯელობენ სხვადასხვა საინტერესო თემაზე, დღითიდღე იზრდებიან და აუმჯობესებენ გარემოს.

ღია სივრცეში უკვე არაერთი წარმატებული იდეა თუ ღონისძიება გაიმართა. მოხალისე მხატვრების მიერ მოიხატა სივრცის კედლები, განხორციელდა საინტერესო ღონისძიებები, ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ მოესმინათ სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია, გაეზიარებინათ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ჩართულიყვნენ სხვადასხვა ტიპის მოხალისეობრივ აქციაში და ჩაერთოთ მეგობრებიც.

Progress House