რეგიონული ჰაბი

რეგიონული ჰაბი

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (CSSIGE)  ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG)  და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. 

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოებას.

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილია 10 რეგიონული ჰაბი. ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- პროგრესის სახლი კი წარმოადგენს  ჰაბს გურიაში და რეგიონულ დონეზე უზრუნველყოფს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების ეფექტიანობას და მდგრადობას, ასევე, გამოცდილების გაზიარებასა  და რეგიონული ქსელების ხელშეწყობას.აღნიშნული თავის  მხრივ გულისხმობს:

  • პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და ჩატარებული საქმიანობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას  რეგიონში;
  • ადგილობრივ აქტორებთან (სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები, თვითმმართველობა, ბიზნესი, მედია) კომუნიკაციის ხელშეწყობას, რაც ითვალისწინებს სხვადასხვა სახის კონსულტაციებს, ქსელურმუშაობას, ადვოკატირებასა და მონიტორინგს;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლისა და საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლების კამპანიებში მონაწილეობას (ფორუმები, კონკურსები, და ა.შ.). ეს ღონისძიებები მიმართულია როგორც სხვადასხვა ადგილობრივ აქტორებზე, ასევე ფართო საზოგადოებაზე;
  • ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებისაკენ მიმართული საქმიანობების განხორციელებას, მათ შორის ტრენინგებისა და კონსულტაციების  ჩატარებას.

პროექტის ფარგლებში, „ინოვაციებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი- პროგრესის სახლი“ მზად არის დამატებით მოგაწოდოთ ინფორმაცია გურიაში  გამოცხადებული საგრანტო კონკურსების, პროექტების, ტრენინგების, საგანმანათლებლო კურსებისა და  თქვენთვის სასარგებლო სერვისების შესახებ.

ასევე, გაგიწიოთ კონსულტაცია გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებით:

კონსულტაციები გაიცემა როგორც რეგიონული ჰაბის ოფისში, მისამართზე: ქ. ოზურგეთი, 26 მაისის ქ N11ა

ისე,  ტელეფონის საშუალებით (ზარი უფასოა):

+995598140411 – ნათია ვაშალომიძე

+995599149425 – რუსუდან რუსიეშვილი

+995551541564 – მინდია სალუქვაძე

  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სათემო კავშირებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, მოხალისეებს, შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ რეგიონული ჰაბის ოფისით, ქ. ოზურგეთი, 26 მაისის ქ. N11ა. დაჯავშნა შესაძლებელია ცხელი ხაზის მეშვეობით (ზემოთ მოცემულ ნომრებზე).
  • რეგიონის მაცხოვრებლებს, სახელისუფლო სტრუქტურებს,  რეგიონში მუშაობით დაინტერესებულ  ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს,  გთავაზობთ ინფორმაციას (ქართულ/ინგლისურ ენებზე) რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ;
  • რეგიონულ დისკუსიებს, ტრენინგ-სემინარებს ევროასოცირების შეთანხმების, ფასილიტაციის, ადვოკატირების, თემის მობილიზაციის, სამოქალაქო ჩართულობის თემაზე.  
  • ყოველწლიურ კონკურს ჟურნალისტებისთვის.
  • ყოველწლიურ კონკურს ახალგაზრდა ბლოგერებისთვის.
  • ახალგაზრდების მოხალისეობრივი  პრინციპების პოპულარიზაციასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრებს  ორმხრივი მოხალისეობის პლატფორმის  „დროის ბანკის“ შესახებ (https://edec.timerepublik.com/)

 

 

 

 

Progress House