სერვისები თვითმმართველობებისთვის

სერვისები თვითმმართველობებისთვის

„პროგრესის სახლის“ ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება თვითმმართველობის განვითარებაა. ჩვენი გუნდი განუწყვეტლივ ცდილობს, თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეების ჩაბმულობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მექანიზმები შესთავაზოს მუნიციპალიტეტებს.

 

საკრებულოს სხდომების  LIVE ტრანსლირება

2015 წლიდან ხდებოდა საკრებულოს სხდომების  LIVE ტრანსლირება. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების  საკრებულოს სხდომებისათვის ფეისბუქის მეშვეობით ედევნებინათ თვალი. კომენტარების სექციის საშუალებით დაესვათ კითხვები დეპუტატებისთვის და გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრება.  პროგრესის სახლის გუნდი დაეხმარა მუნიციპალიტეტებს ტექნიკური ნაწილის გამართვაში, გადასცა მათ სპეციალური აღჭურვლობა. ამ დროისთვის ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოები დამოუკიდებლად ახდენენ საკრებულოსა და ბიუროს სხდომების ვიდეო ტრანსლირებებას.

 

SMS შეტყობინების გაგზავნის სერვისი

2016 წლიდან, გურიის მუნიციპალიტეტებში დაინერგა SMS შეტყობინების გაგზავნის სერვისი. სერვისი ხელს უწყობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საკრებულოს სხდომის, კომისიების სხდომის და საკრებულოს საქმიანობის შესახებ. დაინტერესების შემთხვევაში, თითოელი სიახლე გამომწერს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მისდის. აღნიშნული სერვისი გამოყენებით, მუნიციპალიტეტს შესაძლებლობა აქვს თემისა თუ გეოგრაფიული გაფილტვრის გამოყენებით,  ნებისმიერი ინფორმაცია ამცნოს მოქალაქეს.

ამ მექანიზმის დანერგვის პროცესში, ორგანიზაციამ მოიარა რეგიონის ყველა სოფელი, სადაც მოქალაქეები თავისი ინტერესების შესაბამისად ავსებდნენ სპეციალური ანკეტებს და  ადასტურებდნენ, რომ ამ სახის ინფორმაციის მიღებაზე თანახმანი იყვნენ.

 

ელექტორნული პეტიცია

2018 წელს, პროგრესის სახლის ორგანიზებით, შესაძლებელი გახდა ელექტორნული პეტიციის ინსტრუმენტის დანერგვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. დანერგვისთანავე, საკრებულომ მხარი დაუჭირა ინსტრუმენტის ინიციატივას, რომლის შედეგადაც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოქალაქეებს, ელექტონული მექანიზმით სარგებლობისას, პეტიციის მისაღებად, ნაცვლად 630ისა, საჭირო გახდა 315 ხმა (მუნიციაპალიტეტის ამომერჩეველთა 0,5%).

მექანიზმის დანერგვის შემდეგ, მუნიციპალიტეტის საიტზე, გარდა მიმდინარე პეტიციებისა, შესაძლებელია დასრულებული, შესრულებული და უარყოფილი პეტიციების რეესტრის ნახვაც.

გარდა ოზურგეთისა, ელექტორნულ პეტიციის მექანიზმი, პროგრესის სახლის მიერ დანერგილია ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.

პანდემიის დროს სოციალური ქსელების მომხმარებლის რიცხვი გახუთმაგდა და ელექტრონული პეტიციის მოხმარება, ამ პერიოდში გაცილებით უფრო საჭირო და მოსახერხებელი გახდა. ამან გამოიწვია პეტიციების ბუმი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 25-მდე ელექტრონული პეტიციაა დარეგისტრირებული სხვადასხვა საკითხებზე ამ წლების განმავლობაში. ამჟამად, უკვე ბევრ მუნიციპალიტეტს აქვს მსგავსი სისტემა დანერგილი, მაგრამ აქტივობა, ნაკლებია. ხუთ პეტიციაზე მეტი, ძალიან ცოტა მუნიციპალიტეტს აქვს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ამ მხრივ ძალიან აქტიურია. ეს გამოწვეულია იმით, რომ „პროგრესის სახლმა“ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაავრცელეს ინფორმაცია ამის შესახებ.

 

ვებ გვერდი მუნიციპალიტეტებისთვის

ვებ. გვერდის დამზადებისას, არამარტო ტექნიკურ მხარეზე კეთდება აქცენტი, არამედ სრული ინფორმაციის სისტემატიზებაზე.

პროგრესის სახლმა წაახალისა მუნიციპალიტეტები, ყოველდღიური ნიუსების გარდა, ნორმატიული აქტები გამოეტანათ მთავარ საინფორმაციო გვერდზე.  მოქალაქეებს, როგორც მუნიციპალიტეტში გადასახადების გადამხდელებს და მცხოვრებთ, აინტერესებთ რა გადაწყვტილება თუ დადგენილება მიიღო მუნიციპალიტეტმა, რომელიც მათ უშუალოდ შეეხება.

თითოეულ საიტზე განთავსებულია  ნორმატიული აქტების ბაზა და სისტემა, რომელიც ნებისმიერი ატვირთული დოკუმენტის მარტივად პოვნის საშუალებას იძლევა.

ვებ გვერდის მომზადებისას, სრულად ხდება თანამშომელთა გადამზადება მისი ადმინისტრირებისთვის.

დღეისათვის, პროგრესის სახლის მიერ მომზადებული ვებ გვერდები აქვთ: ოზურგეთის, ლანჩხუთის, აბაშის, ქობულეთისა და ფოთის მუნიციპალიტეტებს.

ამ დროისთვის „პროგრესის სახლი“ მუშაობს მუნიციპალური ფინანსების გამჭვირვალობის  მექანიზმზე, რომელიც საშუალებას იძლევ ვიზუალიზაციების გამოყენებით აჩვენებს ბიუჯეტის განკარგვას წლებისა და პროგრამული ნაწილის ჭრილში.

Progress House