კონკურსი უფროსკლასელებისა და ახალგაზრდებისთვის

კონკურსი უფროსკლასელებისა და ახალგაზრდებისთვის

გურიის რეგიონულმა ჰაბმა 2017-2020 წლებში ორგანიზება გაუწია ახალგაზრდებისა და უფროსკლასელებისათვის განკუთვნილ სამ კონკურსს.

კონკურსებში მონაწილეობის მიღება 14 დან 30 წლამდე ახალგაზრდებს შეეძლოთ და საკონკურსო ნამუშევრის ფორმა  არ იყო შეზღუდული.

კონკურსის თემის შინაარსი ყოველ წელს იცვლებოდა. პირველ წელს რამდენიმე თემაზე შეიძლებოდა ნამუშევრის გამოგზავნე:

  • „როგორი მინდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება“
  • „ჩემი თემის ამბავი“
  • „ვიცი რომ შემიძლია“
  • „ცვლილება რომელიც დავინახე“

 

2019-ში საკონკურსო თემა იყო  „ჩემი საქმეა“ სადაც ახალგაზრდები თავიანთი საქმიანობის შესახებ საუბრობდნენ, რა შეიძლებოდა, რომ მათ, როგორც საზოგადოების აქტიურ წევრებს განეხორციელებინათ თავიანთი ქვეყნისთვის. როგორ ხედავდნენ ისინი მათ ირგვლი არსებულ პრობლემებს და შესაბამის გადაჭრის გზებს.

2020 წელს, გლობალური პანდემიის გათვალისწინებით, საკონკურსო თემა გახდა: „COVID-19 ცვლილება რომელიც გვასწავლის“.

2018 წელს კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

  • ანი თუთისანი
  • ალექსანდრე ფასიეშვილი
  • ელენე ბარამიძე

 

მითითებულ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ საკონკურსო ნამუშევრები

2019 წელს:

  • თამარ სირაძე
  • ანი თუთისანი
  • ალექსანდრე ფასიეშვილი

მითითებულ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ საკონკურსო ნამუშევრები

 

2020 წელს:

  • საბა მახარაძე
  • იზი მგელაძე
  • მარიამ ბერაძე

მითითებულ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ საკონკურსო ნამუშევრები

 

კონკურსები ჩატარდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.

Progress House