კონკურსი თემში არსებული პრობლემის შესახებ

კონკურსი თემში არსებული პრობლემის შესახებ

გურიის რეგიონული ჰაბი, პროგრესის სახლი აცხადებს კონკურსს თემში არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თემის წევრების, მათ შორის ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების ჩართულობას ადგილობრივ დონეზე, სოფელში/თემში არსებული პრობლემის გამოვლენასა და გადაჭრაში.

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია გურიის რეგიონის მდებარე ყველა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს (ახალგაზრდების, ხანდაზმულებისა და თემის სხვა წევრებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს)
  • განაცხადი უნდა ეხებოდეს თემში არსებულ (საჯარო) პრობლემას. (სკვერი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული მოედანი/ინვენტარი და სხვა)
  • გამარჯვებულ კანდიდატს გადაეცემა სასაჩუქრე ვაუჩერი
  • არ დაფინანსდება კერძო მფლობელობაში არსებული საკითხის გაუმჯობესება. 
  • გამარჯვებული იდეის განხორციელება უნდა მოხდეს მოხალისეობრივი შრომის გამოყენები

საკონკურსო ნამუშევრის შემოტანის ბოლო ვადაა – 27 დეკემბერი.

მონაწილეობის მისაღებად: შევსებული სააპლიკაციო ფორმის წარდგენა ელექტრონულ მისამართზე:  yscozurgeti@gmail.com; ასევე წარმდგენის  სახელის, გვარის, საკონტაქტო ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მითითება.

კონკურსის კონცეფციისა და სააპლიკაციო ფორმის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ.

კონკურსი ტარდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა:  მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Progress House