რეგიონული ჰაბის ორგანიზებით სოციალური მედიის მართვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

რეგიონული ჰაბის ორგანიზებით სოციალური მედიის მართვის ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

შეხვედრა პროგრესის სახლში გაიმართა 30 და 31 იანვარს. ტრენინგის თემა იყო: ვიზუალიზაციები და ინფორმაციის გადმოცემის ეფექტური მექანიზმები.

ორი დღის განმავლობაში სესიები დაეთმო შემდეგ საკითხებს:

  • რა არის ციფრული კონტენტი და როგორი უნდა იყოს ის? (კონკრეტული პლატფორმების მიხედვით – Facebook, Instagram, Tiktok, LinkedIn)
  • კონტენტის კალენდარი და სტრატეგია
  • როგორ უნდა დავწეროთ ეფექტური ტექსტი ციფრული კონტენტისთვის (ქოფირაითინგი)
  • როგორ უნდა შევქმნათ ეფექტური ვიზუალი კონტენტისთვის (Create Vista & Canva)

თითოეულ დღეს დრო დაეთმო პრაქტიკულ ნაწილსა და ორგანიზაციებში არსებული სპეციფიკური საჭიროებების გაზიარებას.

ტრენინგი ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაცია „ფემეას” დირექტორმა, თანადამფუძნებელმა და კომუნიკაციების მენეჯერმა – ვერო მელუამ. აქტივიზმში ჩართვამდე, 2015 წლიდან, ვერო ციფრული მარკეტინგის სხვადასხვა სააგენტოში მუშაობდა, როგორც კონტენტის მენეჯერი, სოციალური მენეჯერი და ქოფირაითერი.

შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Progress House