კომპიუტერული სწავლება

კომპიუტერული სწავლება

კომპიუტერული სწავლების ფარგლებში, “პროგრესის სახლში” ისწავლება საოფისე პროგრამები (Word, Excel, Power Point), ვინდოუს ექსპლორერი და ინტერნეტში მუშაობა.

კომპიუტერის კურსები “ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის” ერთ-ერთი პირველი სერვისი იყო, რომელიც ორგანიზაციამ საზოგადოებას შესთავაზა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული “ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი”, ახლანდელი “პროგრესის სახლი” უწყვეტად სთავაზობდა მომხმარებელს კომპიუტერულ კურსებს. “პროგრესის სახლის” კომპიუტერის ჯგუფური კურსები უმეტესად დამწყებთათვის არის, სადაც შესაძლებელია მაიკროსფტის ოფისისა და ინტერნეტ ექსპლორერის შესწავლა საწყის ეტაპზე. “პროგრესის სახლს” ასევე აქვს ინდივიდუალური შეთავაზებები, მოთხოვნის შესაბამისად. შესაძლებელია იგივე პროგრამების უფრო სიღრმისეულად შესწავლა.

კურსზე დასარეგისტრირებლად მოგვწერეთ: yscozurgeti@gmail.com; ან დაგვირეკეთ: 599777310

 

მაია გოგოტიშვილიოზურგეთის საჯარო სკოლის ინფორმატიკის პედაგოგი

მაია თავის პროფესიას საზოგადოებრივ ორგანიზაცია – „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში “ დაეუფლა.

“ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი”, იგივე “პროგრესის სახლი”, არამარტო ოზურგეთში, არამედ დასავლეთ საქართველოშიც ერთ–ერთი პირველი იყო, რომელმაც 90–იან წლებში, ახალგაზრდების უნარ–ჩვევებისა და არაფორმალური განათლების მიმართულებით დაიწყო მუშაობა.

მაიამ კლუბის პროექტში – “კომპიუტერული უნარ–ჩვევების შესწავლა” მიიღო მონაწილეობა. ამ პროექტის ფარგლებში მან კომპიუტერის შესწავლის სრული კურსი გაიარა. უკვე წლებია, მაია “ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში” მიღებულ ცოდნას უკვე თვითონ,  ახალგაზრდებს უზიარებს – იგი საინფორმაციო ტექნოლოგიებს ასწავლის ოზურგეთის საჯარო სკოლაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Progress House