გურიის რეგიონული ჰაბი, პროგრესის სახლი აცხადებს კონკურსს თემში არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად.
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თემის წევრების, მათ შორის ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების ჩართულობას ადგილობრივ დონეზე, სოფელში/თემში არსებული პრობლემის გამოვლენასა და გადაჭრაში.
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია გურიის რეგიონის მდებარე ყველა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს (ახალგაზრდების, ხანდაზმულებისა და თემის სხვა წევრებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს)
- განაცხადი უნდა ეხებოდეს თემში არსებულ (საჯარო) პრობლემას. (სკვერი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სპორტული მოედანი/ინვენტარი და სხვა)
- გამარჯვებულ კანდიდატს გადაეცემა სასაჩუქრე ვაუჩერი
- არ დაფინანსდება კერძო მფლობელობაში არსებული საკითხის გაუმჯობესება.
- გამარჯვებული იდეის განხორციელება უნდა მოხდეს მოხალისეობრივი შრომის გამოყენები
საკონკურსო ნამუშევრის შემოტანის ბოლო ვადაა – 27 დეკემბერი.
მონაწილეობის მისაღებად: შევსებული სააპლიკაციო ფორმის წარდგენა ელექტრონულ მისამართზე: yscozurgeti@gmail.com; ასევე წარმდგენის სახელის, გვარის, საკონტაქტო ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მითითება.
კონკურსის კონცეფციისა და სააპლიკაციო ფორმის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ აქ.
კონკურსი ტარდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).