სიახლეები

კონკურსი თემში არსებული პრობლემის შესახებ

გურიის რეგიონული ჰაბი, პროგრესის სახლი აცხადებს კონკურსს თემში არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თემის წევრების, მათ შორის ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების ჩართულობას ადგილობრივ დონეზე, სოფელში/თემში არსებული პრობლემის გამოვლენასა და გადაჭრაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია გურიის რეგიონის მდებარე ყველა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს (ახალგაზრდების, ხანდაზმულებისა და თემის სხვა წევრებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს) განაცხადი უნდა ეხებოდეს თემში არსებულ […]

კონკურსი მედიის წარმომადგენლებისთვის

გურიის რეგიონული ჰაბი – ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“  ფარგლებში იწვევს მედიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო  ჟურნალისტებსა და ბლოგერებს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და მოქალაქეთა პასუხისმგებლობის გაზრდისკენ მიმართულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსის მიზანია:სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის წარმოჩენა ადგილობრივ მედია სივრცეში. საკონკურსო მასალა შეიძლება […]

საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ქობულეთის, შუახევის, მარტვილსა და ხობში მცხოვრებ მოქალაქეებს, ან მუნიციპალიტეტებში მოქმედ საინიციატივო ჯგუფებს, მედია ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. კონკურსის მიმართულებები: ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილებაში კარგი ჩართულობის მაგალითები (საბიუჯეტო განხილვები, პეტიციები, სამოქალაქო ბიუჯეტირება, სასოფლო კრებები და ა.შ.); აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავ საზოგადოების კონკრეტული პრობლემების გადაჭრას სამოქალაქო ჩართულობით (ადვოკატირება); თვითმმართველობებთან თანამშრომლობის […]

მოხალისეობის ჰაბი

პროგრესის სახლმა დაიწყო საკვირაო სკოლა ახალგაზრდებისთვის. საკვირაო სკოლის ფარგლებში, მოხალისე ტრენერები ოზურგეთელ ახალგაზრდებს ესაუბრებიან წინასწარ შერჩეული თემების შესახებ და პრაქტიკული დავალებების დახმარებით გადასცემენ მათ სატრენინგო თემის შესახებ საბაზისო ცოდნას. მოხალისეობის ჰაბის პირველი შეხვედრა ონლაინ გაიმართა და მას იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი – ანა ვაშალომიძე უძღვებოდა. შეხვედრის განმავლობაში კომუნიკაციის დამხმარე და ხელისშემშლელ ფაქტორებზე ისაუბრეს. მოხალისეობის ჰაბის […]

კონკურსი მედიის წარმომადგენლებისთვის

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ვადა 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავ, გთხოვთ გახსნათ კონცეფციის დოკუმენტი.  https://drive.google.com/file/d/1Son8cGHFREA_IqyASyq1jmyFAoQmNLh0/view?usp=sharing  

Progress House