სიახლეები

EU ტურიზმის მხარდასაჭერად

2016-19 წლებში, „პროგრესის სახლმა“ ევროკავშირის დახმარებით განახორციელა პროექტი  –  მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის. პროექტის მთავარი უნიკალურობა ის გახლდათ, რომ ევროკავშირმა, არასამთავრობო ორგანიზაციების პარტნიორობით, მუნიციპალიტეტს ანდო ფული პროექტების განსახორციელებლად. პროექტის წარმდგენი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ხოლო კოაპლიკანტები იყვნენ ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, CSI-სთან და „პროგრესის სახლთან“ ერთად. პროექტის განხორციელებისას, გარდა მუნიციპალიტეტისთვის გაწეული კონსულტაციებისა,  „პროგრესის სახლი“ […]

UNDP ტურიზმის განსავითარებლად

2020 წელს, პროგრესის სახლმა, გურიის ახალგაზრდულ რესურცენტრთან პარტიორობითა  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო პროექტი: „გურიის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია”. თავდაპირველად, პროექტის მიზანი, ევროპაში გურიის დამეგობრებულ ქალაქებთან კავშირის აღდგენა გახლდათ. იგეგმებოდა მონაწილეებისთვის […]

გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ევროკავშირის პროექტის ,,მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის” ფარგლებში ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ვიდეოგზამკვლევი გაცოცხლებული მუზეუმი, რომელიც დოკუმენტურ ფილმად იყო წარმოდგენილი, ფოლკლორისტს მაია გელაშვილსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გურიის რეგიონალური წარმომადგენლობის დირექტორს ავთანდილ სურგულაძეს ეკუთვნის. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა

17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, არასამთავრობო პარტნიორ ორგანიზაციებსა ოზურგეთის პროგრესის სახლი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი/Guria Youth Resource Center Sdgk Ngo და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის “ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის” შესასრულებლად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა.

პროექტის პრეზენტაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში

16 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბისა და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის წარმომადგენლებმა, გამართეს პრეზენტაცია პროექტისა „თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით“. პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის ორგანოიების გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება, მოსახლეობის ინფორმირების ახალი ინოვაციური მეთოდების გამოყენბებით. პრეზენტაციას ესწრებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, გამგეობის თანამშრომლები და საკრებულოს […]

Progress House