გურიის რეგიონული ჰაბი და მოხალისეობა
პროექტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციტივა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოდგენდა მოხალისეობის იდეის მხარდაჭერა. პროგრესის სახლი აქტიურად იყო ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში და მოხალისეობის, როგორც სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის, პოპულარიზაციაში.
მოხალისეობის ხელშესაწყობად, ყოველწლიურად ტარდებოდა მოხალისეობის ფორუმი, იმართებოდა შეხვედრები რეგიონში მყოფ უცხოელ მოხალისეებთან, იგეგმებოდა და ხორციელდებოდა სხვადასხვა მოხალისეობრივი აქციები, რეგიონის მასშტაბით გაიცნეს ელექტრონული პლატფორმა „დროის ბანკი“.
უცხოელი მოხალისეების გამოცდილება
რეგიონში ჩამოსული უცხოელი მოხალისეები, „პროგრესის სახლის“ორგანიზებით, ხვდებოდნენ ადგილობრივ ახალგაზრდებს. შეხვედრების განმავლობაში საუბრობდნენ საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე, მოხალისეობის კულტურასა და მნიშვნელობაზე, საკუთარ გამოცდილებასა და ჩართულობაზე.
მოხალისეობრივი ფორუმები
პროექტის ფარგლებში, განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით, ყოველწლიურად ტარდებოდა მოხალისეობის ფორუმები.
პროგრესის სახლის ორგანიზებით, მოხალისეობის სამი ფორუმი ჩატარდა 2018 და 2019 წლებში.
ფორუმის მიზანი რეგიონულ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის წარმოჩენა და მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია იყო. ფორუმებში მონაწილეობას ჯამში 500მდე მოხალისე და ოცდაათამდე ადგილობრივი ორგანიზაცია და სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული მცირე ბიზნესის წარმომადგენელი იღებდა.
ფორუმებში იყო ასევე, სხვადასხვა ტიპის გასართობი თუ საინფორმაციო ნაწილი.
ფორუმის ფარგლებში მომზადდა ფოტოგამოფენა – XIX საუკუნის გურულების ისტორიები და გურული ტრადიციები, რომელიც მოხალისეობას უკავშირდებოდა – ნადი, დიდთოვლობა, ღამის სათიერი, ავადმყოფის მოვლა, შემთხოვა, მესაფლავეობა. ასევე, იმ გურულების ისტორიები, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით შექმნეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სიკეთეები.
აღსანიშნავია ასვე, ექსკურსიები ექსკურსია სოფელ ლიხაურში არსებულ ისტორიული ძეგლებში, სადაც მოხალისე გიდებმა უმასპინძლეს ტურებს.
„დროის ბანკი“
„დროის ბანკი“ – ეს არის ახალი მოხალისეობრივი პლატფორმა, რომელიც არის ორმხრივი მოხალისეობა. დაინტერესებული მოხალისე, რეგისტრირდება ვებ გვერდზე, Timerepublic ქართულ ვერსიაში, რომელიც „პროგრესის სახლის“ პარტნიორმა ორგანიზაცია, ედეკ-მა შექმნა. ქართველ მომხმარებლებს შეუძლიათ ამ ვებ გვერდზე დარესგისტრირება, მონიშნონ ყველა ის უნარი, რაც გააჩნიათ, გაეცნონ მოთხოვნებს, რომლებიც მათ თავიანთი მოთხოვნებიდან გამომდინარე შეეძლებათ. ამ საქმის განხორციელების შემთხვევაში, ისინი საჩუქრად მიიღებენ თავისი საქმიანობის შესაბამის საფასურს – დროს. ამ დროის გამოყენება შესაძლებელია თავიანთი მოთხოვნების შესასრულებლად. ანაზღაურება დროის ბანკში, დაგროვილი დროის გადახდით ხდება. ამ პროექტის მთავარი იდეა, ერთმანეთის დახმარებაა. პროექტის ფარგლებში „დროის ბანკს“ 5000 მომხმარებელი უნდა ჰყოლოდა, ეს გეგმა შესრულებულია. პროექტი გრძელდება. პროექტი საქართველოს 10 რეგიონში გავრცელდა.
არაერთხელ გაიმართა „დროის ბანკის“ ვიქტორინა, სადაც მონაწილეები ცდილობდნენ სწორი პასუხები გაეცათ მოხალისეობასთან დაკავშირებულ კიხვებზე და სწორი პასუხის შემთხვევაში, „პროგრესის სახლისგან“ მიეღოთ სიმბოლური საჩუქრები.