ავტორი: levan

გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ევროკავშირის პროექტის ,,მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის” ფარგლებში ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ვიდეოგზამკვლევი გაცოცხლებული მუზეუმი, რომელიც დოკუმენტურ ფილმად იყო წარმოდგენილი, ფოლკლორისტს მაია გელაშვილსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გურიის რეგიონალური წარმომადგენლობის დირექტორს ავთანდილ სურგულაძეს ეკუთვნის. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა

17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, არასამთავრობო პარტნიორ ორგანიზაციებსა ოზურგეთის პროგრესის სახლი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი/Guria Youth Resource Center Sdgk Ngo და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის “ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის” შესასრულებლად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა.

პროექტის პრეზენტაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში

16 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბისა და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის წარმომადგენლებმა, გამართეს პრეზენტაცია პროექტისა „თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით“. პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის ორგანოიების გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება, მოსახლეობის ინფორმირების ახალი ინოვაციური მეთოდების გამოყენბებით. პრეზენტაციას ესწრებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, გამგეობის თანამშრომლები და საკრებულოს […]

ვებ გვერდის www.guria.ge პრეზენტაცია ქ.ოზურგეთის პროფესიულ კოლეჯ “ჰორიზონტში”

ოზურგეთის პროფესიულ კოლეჯ “ჰორიზონტში“ გაიმართა ვებ გვერდის guria.ge პრეზენტაცია, პროექტის „თანამშრომლობა ქ. ოზურგეთში თვითმმართველობის და მუნიციპალური სერვისების გასაუმჯობესებლად“ ფარგლებში, სადაც კოლეჯის სტუდენტებს და კოლეჯის თანამშრომლებს გააცნეს ვებ გვერდი guria.ge. პორტალის გამოყენების მიზანია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გზრდა. მონაწილეებმა გაიგეს ვებ გვერდზე მუშაობის პრინციპები, რომელის საშუალებითაც შესაძლებელია მოსახლეობის ინფორმირება ინფოგრაფიკების გამოყენებით 4 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკითხების შესახებ. პროექტს […]

ტრენინგები უფროსკლასელთათვის

3 და 4 აგვისტოს „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ სატრენინგო დარბაზში, უფროსკლასელთათვის ჩატარდა ტრენინგები შემდეგ თემებზე: „როგორ შევადგინოთ საპროექტო განაცხადი“; „კომუნიკაცია და პრეზენტაციის ტექნიკა“. ტრენინგს უძღვებოდა ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის თავმჯდომარე მინდია სალუქვაძე. ტრენინგები ჩატარდა პროექტის “თანამშრომლობა ქალაქ ოზურგეთში თვითმმართველობის გამჭვირვალობის და მუნიციპალური სერვისების გასაუმჯობესებლად“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროპის ფონდის მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის […]

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის ოზურგეთის ოფისის წარმომადგენლები, დროის ბანკის გამოყენების პრინციპს გაეცნენ

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციის ოზურგეთის ოფისის წარმომადგენლები, დროის ბანკის გამოყენების პრინციპს გაეცნენ. პრეზენტაცია გაიმართა „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, განათლების განვითარების […]

Progress House