საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ქობულეთის, შუახევის, მარტვილსა და ხობში მცხოვრებ მოქალაქეებს, ან მუნიციპალიტეტებში მოქმედ საინიციატივო ჯგუფებს, მედია ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.
კონკურსის მიმართულებები:
- ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილებაში კარგი ჩართულობის მაგალითები (საბიუჯეტო განხილვები, პეტიციები, სამოქალაქო ბიუჯეტირება, სასოფლო კრებები და ა.შ.);
- აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავ საზოგადოების კონკრეტული პრობლემების გადაჭრას სამოქალაქო ჩართულობით (ადვოკატირება);
- თვითმმართველობებთან თანამშრომლობის კონსტრუქციული მოდელები;
საპროექტო იდეის განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- განმცხადებლის მონაცემები და საკონტაქტო ტელეფონი;
- პროექტის განხორციელების ადგილი;
- საპროექტო იდეის აღწერა (პრობლემა, მიზანი, ამოცანა, სამუშაო გეგმა);
- განხორციელების ვადები – მაქსიმალური ვადაა 2 თვე;
- საჭირო ბიუჯეტის მოცულობა და ხარჯების განაწილება.
შერჩევის კრიტერიუმები:
- გადასაჭრელი საკითხის აქტუალურობა;
- საპროექტო იდეის შესაბამისობა საჭიროებასთან;
- პრობლემის მოგვარების გზების ეფექტურობა.
- საპროექტო იდეის ბიუჯეტის მაქსიმალური მოცულობაა 500 დოლარის ექვივალენტი ლარში. სულ მხარდაჭერილი იქნება 7 საპროექტო განაცხადი.
- საპროექტო იდეები წარმოდგენილი უნდა იქნას 2022 წლის 25 თებერვლამდე წერილობით ან ელექტრონულად: yscozurgeti@gmail.com
- საპროექტო იდეების განხილვა და გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება საკონკურსო ჟიურის მიერ საჯაროდ, ღია კონკურსის გზით, უშუალოდ საკონკურსო დღეს სამიზნე მუნიციპალიტეტბში გამართულ შეხვედრაზე;
- კონკურსი ჩატარდება 25 თებერვლის შემდეგ, სამიზნე მუნიციპალიტეტებში ცალ-ცალკე – მათი ჩატარების ადგილის, თარიღის და დროს შესახებ დამატებით გამოქვეყნდება ინფორმაცია ვებ.გვერდზე guria.ge;
- საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში შედის 6 წევრი, აქედან 4 წევრის არჩევა მოხდება თავად მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ, კონკურსის ჩატარების დღეს.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
- კონკურსის კოორდინატორი: ლევან მჟავანაძე – 599 924284; 577 724284; ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი – ოზურგეთი, 26 მაისის ქუჩა #11ა
საგრანტო კონკურსი გამოცხადდა პროექტის „ინფორმირებული მოქალაქე – რეალური თვითმმართველობის საფუძველი“ ფარგლებში. პროექტს ახორცილებს „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი“, NED-ის ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი ამოცანა: „თვითმმართველობის განხორცილების პროცესში მოქლაქეთა ჩართულობის მექანიზმების პოპულარიზაცია სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებში“.
პროექტები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- საპროექტო იდეის შესაბამისობა კონკურსის მიმართულებებთან- 5 ქულა
- პრობლემის აღწერის მკაფიოობა და მისი აქტუალურობის დასაბუთება – 10 ქულა
- პროექტის მიზნების და ამოცანების აღწერა ნათლად და კონკრეტულად არის ჩამოყალიბებული. მიზნები მიღწევადია, გაზომვადი და დაკავშირებული კონკურსის მიმართულებებთან – 10 ქულა
- პროექტის განხორციელების გზები რეალისტურია და პირდაპირ კავშირშია პროექტის ამოცანებთან -15 ქულა
- მოსალოდნელი შედეგები ნათლად არის წარმოდგენილი და, მიღწევადია განრიგით განსაზღვრულ დროში – 10 ქულა
- ბიუჯეტი არის დეტალიზებული და ნათლად არის წარმოდგენილი თითოეული ხარჯის გაანგარიშების საფუძვლები- 10 ქულა