ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა

17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, არასამთავრობო პარტნიორ ორგანიზაციებსა ოზურგეთის პროგრესის სახლი გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი/Guria Youth Resource Center Sdgk Ngo და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის “ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის” შესასრულებლად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა.

მხარეები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელს შეუწყობენ ეფექტიანი მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მეთოდების დანერგვას, OGP- ის ფარგლებში ურიერთპრაქტიკის გაზიარებას, სხვადასხვა სახის პროექტების ერთობლივად განხორციელებას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობასა და გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცებას.

„ღია მმართველობის პროგრამაში” წარმატებული მონაწილეობა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გურული დღეების მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნა.

გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „რა ყოფილა გურიას“ ფარგლებში შექმნილი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია, გურული პოლიფონიის თანხლებით მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო გურული ვაზის უნიკალური ჯიშებისგან დამზადებული ღვინო და არაყი, მოეწყო ღვინისა და ჩაის დეგუსტაცია.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს,გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ.

მუნიციპალიტეტში განხორციელებული წარმატებული პროექტების, OGP -ის სამოქმედო გეგმით შესრულებულ ვალდებულებებსა და და სამომავლო გეგმებზე საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ პრეზენტაცია წარადგინა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ,ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი
დესპანი ვინსენტ რეი, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლელა საჯაია და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგნელები.

#ოზურგეთი2018 #გურია2018

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Progress House