მოხალისეები

მოხალისეები

„მშვიდობის კორპუსის“ პირველი მოხალისე, რომელიც ოზურგეთში ჩამოვიდა, „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ და „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ ერთობლივი შრომის შედეგი გახლდათ.

„მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები საქართველოში 2001 წლიდან ჩამოდიან და პირველივე წლებიდანვე „პროგრესის სახლს“ მათთან მუშაობის გამოცდილება აქვს. „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე ოზურგეთში ორი წლის მანძილზე იმყოფებოდა და ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა არამარტო „პროგრესის სახლისთვის“, არამედ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც.

 

„პროგრესის სახლის“ პირველი, ოფიციალური „მშვიდობის კორპუსის“  მოხალისე ერიკ ვოლერი იყო, რომელიც ორგანიზაციაში 2017 წელს მივიდა. თუმცა, მას ოჯახური პირობების გამო, სამ თვეში მოუწია ორგანიზაციის დატოვება. მასთან „პროგრესის სახლს“ დღემდე აქვს ურთიერთობა და ბევრ საკითხში უზიარებს თავის აზრს ორგანიზაციას.

 

 

 

„მშვიდობის კორპუსის“ მეორე მოხალისე, რომელმაც „პროგრესის სახლში“ ორი წელი დაჰყო, ჯეკ ჰოლი გახლდათ. ჯეკი იდეალური ადამიანი აღმოჩნდა ორგანიზაციისთვის. მისი ყოფნა, ორგანიზაციის რებრენდინგის პროცესს დაემთხვა და მისი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო დონორებთან კომუნიკაციისა და სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადებისას.

Progress House