კატეგორია: აქტივობები

საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ქობულეთის, შუახევის, მარტვილსა და ხობში მცხოვრებ მოქალაქეებს, ან მუნიციპალიტეტებში მოქმედ საინიციატივო ჯგუფებს, მედია ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. კონკურსის მიმართულებები: ადგილობრივი თვითმმართველობის განხორცილებაში კარგი ჩართულობის მაგალითები (საბიუჯეტო განხილვები, პეტიციები, სამოქალაქო ბიუჯეტირება, სასოფლო კრებები და ა.შ.); აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავ საზოგადოების კონკრეტული პრობლემების გადაჭრას სამოქალაქო ჩართულობით (ადვოკატირება); თვითმმართველობებთან თანამშრომლობის […]

მოხალისეობის ჰაბი

პროგრესის სახლმა დაიწყო საკვირაო სკოლა ახალგაზრდებისთვის. საკვირაო სკოლის ფარგლებში, მოხალისე ტრენერები ოზურგეთელ ახალგაზრდებს ესაუბრებიან წინასწარ შერჩეული თემების შესახებ და პრაქტიკული დავალებების დახმარებით გადასცემენ მათ სატრენინგო თემის შესახებ საბაზისო ცოდნას. მოხალისეობის ჰაბის პირველი შეხვედრა ონლაინ გაიმართა და მას იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი – ანა ვაშალომიძე უძღვებოდა. შეხვედრის განმავლობაში კომუნიკაციის დამხმარე და ხელისშემშლელ ფაქტორებზე ისაუბრეს. მოხალისეობის ჰაბის […]

პროექტის: „გურიის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია “ ფარგლებში განხორცილებული მიკრო პროექტები.

  პროექტი ხორციელდებოდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის პროექტის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.    

პროექტი ”გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის მონაწილეობითი პრინციპები”

ფილმი შეიქმნა პროექტის ”გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიის მონაწილეობითი პრინციპები” ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მისი შინაარსი პასუხისმგებელია მხოლოდ პროექტის განმახორციელებელი პარტნიორებისთვის და დაუშვებელია ფილმის შინაარსის აღქმა ევროკავშირის პოზიციად.

გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ევროკავშირის პროექტის ,,მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის” ფარგლებში ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ვიდეოგზამკვლევი გაცოცხლებული მუზეუმი, რომელიც დოკუმენტურ ფილმად იყო წარმოდგენილი, ფოლკლორისტს მაია გელაშვილსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გურიის რეგიონალური წარმომადგენლობის დირექტორს ავთანდილ სურგულაძეს ეკუთვნის. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

Progress House