პროექტის პრეზენტაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში

16 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბისა და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის წარმომადგენლებმა, გამართეს პრეზენტაცია პროექტისა „თვითმმართველობის ეფექტურობის გაძლიერება მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენებით“.
პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის ორგანოიების გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება, მოსახლეობის ინფორმირების ახალი ინოვაციური მეთოდების გამოყენბებით.
პრეზენტაციას ესწრებოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, გამგეობის თანამშრომლები და საკრებულოს წევრები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *