ავტორი: levan

ტრენინგი “მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მისი მექანიზმები”

20 ნოემბერს, ნატანების საზოგადოებრივ ცენტრში, გაიმართა ტრენინგი “მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მისი მექანიზმები”. ტრენინგის მიზანი იყო თემის წევრების გაძლიერება, რათა მათ უკეთ შეძლონ საკუთარი ინტერესის დაცვა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტლების პროცესში ჩართულობა. შეხვედრის განმავლობაში ისაუბრეს პრობლემის განსაზღვის ფორმებზე, პრობლემებსი მიზეზ-შედეგობრიობაზე, მისი გადაჭრის დონეზე და ადგილობრი თვითმმართველობასთან მოქალაქის ურთიერთობის ინსტრუმენტებზე. ღონისძიება ორგანიზებული იყო […]

სოფელ ხიდისთავის საბავშვო ბაღში შეიქმნა ჩართულობის ცენტრი

გრძელდება შეხვედრები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის ჩართულობის გასააქტიურებლად, სოფელ ხიდისთავის საბავშვო ბაღში შეიქმნა ჩართულობის ცენტრი, ბაღს გადაეცა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი და ტელევიზორი სადაც მოსახლეობა შეძლებს ონლაინ რეჟიმში თვალი ადევნოს საკრებულოს სხდომებს და ჩაეთოს მასში, პროექტის ფარგლებში ასევე გრძელდება დაინტერესებულ მოსახლეობასთან მემორანდუმების გაფორმება რათა დაინერგოს მოკლე ტექსტური შეტყობინებების პრინციპი. პროექტის ფარგლებში ჩოხატაურში გაიხსნება კიდევ ორი ცენტრი სოფელ […]

ოზურგეთი _ ღია მმართველობის ქალაქი

პროექტის მიზანია, თვითმმართველ ქალაქ ოზურგეთში, ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მეშვეობით. 1. ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაუმჯობესება თვითმმართველობის მიერ მიღებული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი კანონქვემდებარე აქტების, თუ სხვა საჯარო ინფორმაციის მიმართ ხელმისაწვდომობის გაზრდით, პორტალ www.guria.ge-ის გამოყენებით. 2. მოსახლოების მიმართ საკრებულოს დეპუტატების ანგარიშვალდებულების დონის გაუმჯობესება, საკრებულოს სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებით (Facebook-ზე live stream) […]

,,მოსახლეობის ინფორმირების ახალი მეთოდების გამოყენება სამოქალაქო აქტიურობის გაზრდისათვის“

პროექტის მიზანია, თვითმმართველობის ორგანოების გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება, ახალი ინოვაციური მეთოდების გამოყებნებით, მოსახლეობის ინფორმირებულობა. პროექტის თანახმად, დაინერგება მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის სისტემა, შეიქმნება თვითმმართველობის საქმიანობით დაინტერესებულთა პირთა მონაცემთა ბაზა და მასში აღრიცხულ პირებს პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით შეტყობინების სახით მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაეგზავნებათ. ლანჩხუთში, სამ ტერიტორიულ ერთეულში შეიქმნება საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრები. აღნიშნულ მოქალაქეებს საშუალება […]

გურიის ტურიზმის ფესტივალი – რა ყოფილა გურია

ოზურგეთში, ლანჩხუთის და ჩოხატაურის შემდგომ გაგრძელდა გურიის ტურისტული ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით. მოეწყო ადგილობრივი მხატვრების გამოფენა, მეწარმეებმა თავიანთი პროდუქცია წარუდგინეს დამთვალიერებლებს, გაიმართა გურიის ტურისტული მარშრუტის მობაილ აპლიკაციის პრეზენტაცია. ოზურგეთის პარკში მოწყობილ ეთნოგრაფიულ კუთხეს უამრავი დამთვარიელებელი ესტუმრა, მათ საშუალება ჰქონდათ ეჯირითად ცხენებით, საჩუქრად მიეღოთ ტურისტული რუკა, დაეთვალიერებინათ ხალხური რეწვის ნიმუშები და რა თქმა უნდა, მოესმინათ უნიკალური, მრავალხმიანი […]

Progress House