ტექნიკური დავალება პროექტის ვიზუალური მასალების შექმნაზე

ტექნიკური დავალება პროექტის ვიზუალური მასალების შექმნაზე

პროექტი _ “ჩოხატაური მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ”

ევროკავშირის საგრანტო ხელშეკრულება # ENI/2022/440-146

 

ტექნიკური დავალება

პროექტის ვიზუალური მასალების („ბრენდ-ბუქის“) შექმნაზე

 

აქტივობა – # 1.1.4

ბიუჯეტის მუხლი – 5.1.1

  1. 1. ზოგადი მიმოხილვა

აღნიშნული ტენდერი ცხადდება ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული პროექტის – “ჩოხატაური მდგრადი ენერგეტიკული მომავლისკენ” (შემდგომში „პროექტი“) – ფარგლებში, რომლის მთავარი აპლიკანტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაა, ხოლო თანააპლიკანტებს წარმოადგენს „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი“ და „პოლონეთის სოლიდარობის ფონდი“.

პროექტი მიზნად ისახავს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ინფრასტრუქტურის, საცხოვრებელი და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისთვის ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებას და განახლებადი ენერგიის მოხმარების წამახალისებელი პოლიტიკის გატარებას მთავრობის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორების ჩართულობით.

 

  1. შესყიდვის საგანი

პროექტის მიზნიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ლოგოსა და ვიზუალური მასალების შექმნა კერძოდ:

  • სლოგანი;
  • ლოგო;
  • 3 მესიჯი რომელიც რეფრენად გაყვება მედია შეფუთვას;
  • ფლაიერები – 2000 ცალი;
  • სტიკერები – 500 ცალი;
  • ჭიქებზე ბეჭდვა – 100 ცალი;
  • მაისურები – 50 ცალი;
  • ბანერები – 2 ცალი;

მომზადებული ვიზუალური მასალა, გარდა პროექტის მიზნისა და ამოცანებისა უნდა ასახავდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იდენტობას, ხაზს უსვამდეს მის უნიკალურ ბუნებას, ფოლკლორს და ტურისტულ პოტენციალს (ბახმაროს, ნაბეღლავის, სურებისა და სხვა უნიკალური ადგილების გათვალისწინებით).

            შენიშვნა: მომსახურების პროცესში ან მისი საბოლოო პროდუქტების სახით მომზადებული ნებისმიერი დოკუმენტი უნდა ითვალისწინებდეს კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესის მიმართ ევროკავშირის კომუნიკაციისა და ხილვადობის სტრატეგიის მოთხოვნებს. (https://eu4georgia.eu/visibility/

 

  1. დავალების ხანგრძლივობა

მომსახურების მოწოდება უნდა გულისხმობდეს შემდეგი სახის საბოლოო პროდუქტების მიწოდებას ქვემოთ მითითებულ ვადებში:

# პროდუქტი ვადები
1. პროექტის ლოგო და სლოგანი, 3 მესიჯი რომელიც რეფრენად გაყვება მედია შეფუთვას;

 

31 მარტი, 2023
2 ბანერები, ფლაიერები, სტიკერები;

 

31 მარტი, 2023
3 მაისურები, ჭიქები;

 

15 აპრილი, 2023

 

  1. ტენდერში მონაწილეობის პროცედურა

ტენდერში მონაწილეობის პროცედურა: ტენდერში მონაწილეობის მსურველმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • ვიზუალური მასალის („ბრენდ-ბუქის“) პროდუქციაზე მომუშავე ჯგუფის წევრების რეზიუმე და გამოცდილების აღწერა;
  • საპროექტო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს პროექტის ვიზუალიზაციის კონცეფციას, სავარაუდო სცენარებსა და სამუშაოს შესრულების განრიგს.
  • მსგავსი გამოცდილების ფარგლებში შექმნილი პროდუქტის ამსახველი ნიმუში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • ბიუჯეტი და მომსახურების შესრულების განრიგი (ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, დღგ-ს გარეშე. განრიგი უნდა ასახავდეს მომსახურების განხორციელების ძირითად ვადებს)
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ამასთან ამონაწერი გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 წლისა.
  • საგადასახადო შედარების აქტი (დასაშვებია ელექტრონული ფორმით), რომელიც გაკეთებული უნდა იყოს ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე არაუადრეს 1 დღისა.

აღნიშნული დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით 2023 წლის 15 მარტის 18:00 საათამდე, შემდეგ ელ–მისამართზე: yscozurgeti@gmail.com

სატენდერო კომისია ამ ტენდერში მონაწილეთა განაცხადებს შეაფასებს შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

შეფასების კომპონენტი შეფასების წონა
საპროექტო წინადადების შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იდენტურ გარემოსთან. 35%
პროდუქციის კრეატიულობა და ხარისხი 35%
მომსახურების ღირებულება 30%

საკონკურსო სატენდერო კომისია ინტერვიუსთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ იურიდიულ პირებს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 551 54 15 64 მინდია სალუქვაძე; 599 92 42 84 ლევან მჟავანაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Progress House