გურიის რეგიონული ჰაბი – ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში იწვევს მედიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო ჟურნალისტებსა და ბლოგერებს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და მოქალაქეთა პასუხისმგებლობის გაზრდისკენ მიმართულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსის მიზანია:სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის წარმოჩენა ადგილობრივ მედია სივრცეში.
საკონკურსო მასალა შეიძლება წარმოადგენდეს სტატიას, სატელევიზიო სიუჟეტს, მულტიმედია, ვიდეო მასალას (ონლაინ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეო, ანიმაცია ან სხვა ტიპის მულტიმედია მასალა), პოსტერს, ბლოგს, სოციალური ქსელის გვერდს და უნდა ეხებოდეს სამოქალაქო საზოგადოები
ს წარმომადგენლების (ორგანიზაცია, სათემო ჯგუფები, ცალკეული აქტივისტის მიერ განხორციელებულ საქმიანობას), რომელიც უკავშირდება სოციალურ გამოწვევებს, სამოქალაქო აქტივიზმსა და სამოქალაქო პასუხისმგებლობას.
საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოქვეყნებული/გასული უნდა იყოს 2022 წლის 17 ნოემბრიდან დასაწყისიდან კონკურსის დასრულებამდე – 2022 წლის 27 დეკემბრამდე გურიაში გავრცელებად მედია საშუალებაში, ვებგვერდზე, გამოქვეყნებული უნდა იყოს ბლოგის მეშვეობით ან სოციალური ქსელის გვერდზე. აპლიკანტს უფლება აქვს საკონკურსოდ წარმოადგინოს ერთი ან მეტი ნამუშევარი. დაჯილდოვდება შერჩეული აპლიკანტის მხოლოდ ერთი ნამუშევარი.
- მედია მასალა უნდა შეეხებოდეს გურიაში მცხოვრები მოქალაქეების სამოქალაქო პასუხისმგებლობას (ისტორიული ან თანამედროვე), გურიაში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან სათემო ჯგუფის მიერ განხორციელებულ საქმიანობას/კამპანიას.
- მედია მასალა უნდა იყოს დაბალანსებული.
- მედია მასალაში დაცული უნდა იყოს ჟურნალისტიკის სტანდარტები და ეთიკის კოდექსი.
- საკონკურსო ნამუშევარი არ უნდა ასახავდეს მხოლოდ „პროგრესის სახლის“ ორგანიზაციის საქმიანობას.
ნაშრომი, რომელიც არ დააკმაყოფი
ლებს მითითებულ პირობებს, არ განიხილება საკონკურსოდ
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მედიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო ჟურნალისტებს და ბლოგერებს, რომლებმაც საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოაქვეყნა გურიაში გავრცელებად მედია-საშუალებაში, სოციალური ქსელის გვერდზე ან ბლოგში. კონკურსზე დაიშვება ჯგუფური ნამუშევრებიც.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 27 დეკემბერი.
გამარჯვებული გამოვლინდება განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში.
შერჩეულ საუკეთესო ნამუშევრებს გადაეცემა 300 ლარის ღირებულების სასაჩუქრე ვაუჩერი.
ჟიური უფლებას იტოვებს, არ გამოავლინოს რომელიმე გამარჯვებული, თუ წარმოდგენილი ნაშრომები არ დააკმაყოფილებს კონკურსის პირობებს და შეფასების კრიტერიუმებს.
საკონკურსოდ წარმოდგენილი უნდა იყოს:
საკონკურსო ნამუშევრის ელექტრონული ვერსია.
საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევრის ბმული (გაზეთის შემთხვევაში დასკანერებული ვერსია);
ნამუშევრის საკონკურსოდ წარდგენა შესაძლებელია ელ-ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: yscozurgeti@gmail.com;
საკონკურსო ნამუშევრების შეფასების პროცესი და კრიტერიუმები
საკონკურსოდ წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალურად კონკურსისთვის დაკომპლექტებული ჟიური.
- ნამუშევარში სწორად და ადეკვატურად არის წარმოჩენილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საქმიანობის პოზიტიური გავლენა – 10 ქულა.
- ნამუშევარი ადვილად აღქმადი და გასაგებია მაყურებლის, მსმენელის ან მკითხველისთვის – 10 ქულა.
- ნამუშევარი ორიგინალურია, კრეატიული და ფასეულია შემოქმედებითი თვალსაზრისით – 10 ქულა.
შესაძლო კითხვები კონკურსის მონაწილეებმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე yscozurgeti@gmail.com;
მიმდინარე კონკურსი ტარდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობი თ შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).