პროგრესის სახლმა დაიწყო საკვირაო სკოლა ახალგაზრდებისთვის. საკვირაო სკოლის ფარგლებში, მოხალისე ტრენერები ოზურგეთელ ახალგაზრდებს ესაუბრებიან წინასწარ შერჩეული თემების შესახებ და პრაქტიკული დავალებების დახმარებით გადასცემენ მათ სატრენინგო თემის შესახებ საბაზისო ცოდნას.
მოხალისეობის ჰაბის პირველი შეხვედრა ონლაინ გაიმართა და მას იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერი – ანა ვაშალომიძე უძღვებოდა. შეხვედრის განმავლობაში კომუნიკაციის დამხმარე და ხელისშემშლელ ფაქტორებზე ისაუბრეს.
მოხალისეობის ჰაბის შემდეგი შეხვედრა მედია წიგნიერებისა და ციფრული უსაფრთხოების თემაზე, დაგეგმილია 13 ნოემბერს. ისევ პლატფორმა ზუმის გამოყენებით.
შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).