ტრენინგები და კონსულტაციები

ტრენინგები და კონსულტაციები

ტრენინგები

პროგრესის სახლი მრავალფეროვან სატრენინგო პაკეტს სთავაზობს მსურველს. 30-მდე ტრენინგ პაკეტი ორგანიზაციის მიერ არის დამუშავებული წლების განმავლობაში.

“პროგრესის სახლის” ტრენერები სხვადასხვა ორგანიზაციების აკრედიტებულ ტრენერებად ითვლებიან.

სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების ტრენინგ კონსულტაციები “პროგრესის სახლის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარეობაა.

ორგანიზაცია დაფინანსებული პროექტებით სთავაზობს მომხმარებელს ტრენინგ სერვისებს  და მათი 98 % უფასოა.

თქვენთვის სასურველი სატრენინგო კურსის შესარჩევად მოგვწერეთ: yscozurgeti@gmail.com;

 

კონსულტაციები

„პროგრესის  სახლის“ ერთ -ერთი ძირითადი მიმართულება არის კონსულტაციები, რომელიც სხვადსახვა მომხმარებლის საჭიროებაზეა მორგებულია. ჩვენი გამოცდილება შეუძლია გაიზიაროს საინიციატივო ჯგუფებმა, სათემო თუ ბიზნეს ორგანიზაციებმა  სხვადასხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ. კონსულტაციების თემები საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის შეიძლება იყოს:

  • პროექტების წერასა და ფონდების მოძიებაში;
  • როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ორგანიზაცია,
  • როგორ დაიწეროს ორგანიზაციის პირველი გეგმა,
  • როგორ დაიგეგმოს ადვოკატირების კამპანია,
  • როგორ გაკეთდეს მონიტორინგი სწორად
  • როგორ უნდა მომზზადეს ბიზნესგეგმა
  • დახმარება სახელმწიფო პროგრამებში აპლიკაციების შესავსებდად, რაც უნარების ნაკლებობის გამო, კვლავ აქტუალური რჩება და ბევრი აპლიკანტი საჭიროებს დახმარებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Progress House