EU ტურიზმის მხარდასაჭერად

EU ტურიზმის მხარდასაჭერად

2016-19 წლებში, „პროგრესის სახლმა“ ევროკავშირის დახმარებით განახორციელა პროექტი  –  მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის.

პროექტის მთავარი უნიკალურობა ის გახლდათ, რომ ევროკავშირმა, არასამთავრობო ორგანიზაციების პარტნიორობით, მუნიციპალიტეტს ანდო ფული პროექტების განსახორციელებლად. პროექტის წარმდგენი იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ხოლო კოაპლიკანტები იყვნენ ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, CSI-სთან და „პროგრესის სახლთან“ ერთად. პროექტის განხორციელებისას, გარდა მუნიციპალიტეტისთვის გაწეული კონსულტაციებისა,  „პროგრესის სახლი“ იყო მცირე გრანტების მიმართულებაზე, სრულად პასუხისმგებელი წევრი.

პროექტმა ხელი შეუწყო გურიაში ტურიზმის განვითარებას. შემუშავდა ტურიზმის სტრატეგია, რომლის ფარგლებში უამრავი საინფორმაციო მასალა შეიქმნა მოსახლეობისთვის ცნობიერების ამაღლებისათვის. სამი წლის განმავლობაში უყურადღებოდ არ დარჩენილა არცერთი დაინტერესებული მხარე, სამივე მუნიციპალიტეტში, რაც  დაეხმარა გურიას „შესამჩნევი გამხდარიყო საქართველოს ტურისტულ რუკაზე“. პროექტის ფარგლებში შემუშავდა გურიის ტურიზმის სტრატეგია, გაკეთდა საიტი guriatourism.ge,  გამოიცა გურიის ტურისტული კატალოგი, დაფინანსდა 35 მცირე საგრანტო ინიციატივა. მომზადდა 30-ზე მეტი საინფორმაციო კლიპი სხვადასხვა მიმართულებით.  შეიქმნა ფილმი პროექტის შესახებ.

გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგის შემუშავებისას მთავარი პრინციპი თანამონაწილეობა იყო. ამიტომ, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობდა მის შემუშავებაში. ბიზნესი, არასამთავრობო სექტორი, გლეხი, საოჯახო სასტუმროებისა და რესტორნების მეპატრონეები, დარგის ექსპერტები თუ მედია ორგანიზაცია, CHARRETTEის პრინციპის თანხმად, ერთ სივრცეში იყო გაერთიანებული და ცდილობდა საერთო იდეაში თავისი წვლილის შეტანას.  ყველა მათგანი ჩართული იყო სტრატეგიის შემუშავებაში.

პროექტის ფარგლებში 84 ათასი ევროს მცირე გრანტები გაიცა, რომელიც საზოგადოებრივი პროექტებზე იყო ორიენტირებული. რაც გულისხმობდა, ტურისტული თვალსაზრისით,  საჯარო სიკეთის შექმნას. ამ პროექტის ფარგლებში 35 პროექტი დაფინანსდა.  საგრანტო ინიციატივები შეეხებოდა, სხვადასხვა შინაარსის ტურის დაარსებას, ბილიკების მონიშვნას, გურიის საპოპულარიზაციო ვიდეოებისა და ანიმაციის დამზადებას, საჯარო საპიკნიკე და მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას. მუსიკის ფესტივალის მზარდაჭერას და ა.შ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Progress House