ტრენინგი “მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მისი მექანიზმები”

ტრენინგი “მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მისი მექანიზმები”

20 ნოემბერს, ნატანების საზოგადოებრივ ცენტრში, გაიმართა ტრენინგი “მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მისი მექანიზმები”.

ტრენინგის მიზანი იყო თემის წევრების გაძლიერება, რათა მათ უკეთ შეძლონ საკუთარი ინტერესის დაცვა და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტლების პროცესში ჩართულობა.

შეხვედრის განმავლობაში ისაუბრეს პრობლემის განსაზღვის ფორმებზე, პრობლემებსი მიზეზ-შედეგობრიობაზე, მისი გადაჭრის დონეზე და ადგილობრი თვითმმართველობასთან მოქალაქის ურთიერთობის ინსტრუმენტებზე.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის „პროგრესის სახლის“ (ყოფილი ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი) მიერ, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Progress House