პროექტის მიზანია, თვითმმართველობის ორგანოების გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება, ახალი ინოვაციური მეთოდების გამოყებნებით, მოსახლეობის ინფორმირებულობა.
პროექტის თანახმად, დაინერგება მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის სისტემა, შეიქმნება თვითმმართველობის საქმიანობით დაინტერესებულთა პირთა მონაცემთა ბაზა და მასში აღრიცხულ პირებს პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით შეტყობინების სახით მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაეგზავნებათ. ლანჩხუთში, სამ ტერიტორიულ ერთეულში შეიქმნება საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრები. აღნიშნულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ონლაინ რეჟიმში თვალყური ადევნონ საკრებულოს სხდომებს და დაუსვან შეკითხავა დეპუტატებს.
საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელს შეუწყობს საკრებულოს მუშაობის კიდევ უფრო ეფექტურობასა და გამჭვირვალობას.