1) სამოქალაქო განვითარების მიმართულება
პროგრამული მიზანი 1:
ხელი შევუწყოთ გურიის მხარეში მდგრადი, სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე ორიენტირებული საზოგადოებრივი სექტორის ჩამოყალიბებას
პროგრამული მიზანი 2:
განვავითაროთ გურიის რეგიონში ახალგაზრდების თვითრეალიზების შესაძლებლობები
2) თვითმმართველობის განვითარების მიმართულება
პროგრამული მიზანი 3:
ხელი შევუწყოთ სახელისუფლო სტრუქტურების მომსახურების ხარისხის გაზრდას და მოსახლეობის ინტერესების ასახვას მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში.
3) აგრო და ტურისტული ბიზნესის განვითარების მიმართულება
პროგრამული მიზანი 4:
ხელი შევუწყოთ ტურიზმის მიმართულებით მომუშავე კერძო და იურიდიულ პირებს.
პროგრამული მიზანი 5:
წარმოვაჩინოთ და პოპულარიზაცია გავუკეთოთ გურიის აგრო და ტურისტულ პოტენციალს.
4) ორგანიზაციული განვითარების მიმართულება
პროგრამული მიზანი 6:
ვუზრუნველყოთ ორაგიზაციის ფინანსური და მატერიალური მდგრადობა, მისიიდან გამომდინარე 1,2 და 3 პროგრამული მიზნების განსახორციელებლად.