Guria.ge

Guria.ge “პროგრესის სახლის“  სოციალური პროექტია. თავდაპირველად პლატფორმა იმისთვის შეიქმნა, რომ პროაქტიულად გამოქვეყნებულიყო მუნიციპალიტეტების მიერ მიღებული დადგენილებები, განკარგულებები თუ სხვა ნორმატიული აქტები. იმ დროისთვის, მათ არ ჰქონდათ ეფექტური საძიებო სისტემა და არ აქვეყნებდნენ საჯარო ინფორმაციას. Guria.ge-ზე თავი მოეყარა სამივე მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამოცემულ დოკუმენტებს. ვებ გვერდი გახდა საძიებო სისტემა, სადაც ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვოლი საჯარო ინფორმაცია იყო განთავსებული.

დროთა განმავლობაში, „პროგრესის სახლის“ დახმარებით, მუნიციპალიტეტებმა მოაწესრიგეს თავიანთი ვებ გვერდები, დაიწყეს დოკუმენტების პროეაქტიულად გამოქვეყნება, რის გამოც პლატფორმამ თავისი თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა.

ნორმატიული დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ,  საიტზე სხვადასხვა საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, იდებოდა ვიზუალიზაციები, ინფოგრაფიკები და  თემატური რუკები. ამ დროისთვის, ვებ გვერდზე 50-მდე სხვადასხვა ინფოგრაფიკაა განთავსებული, რომელიც ასახავს თვითმმართველობის და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობებსა და ბიუჯეტს. ამჟამად საიტი კვლავ განახლების პროცესშია.

„პროგრესის სახლი“ გეგმავს რომ Guria.ge ახალგაზრდების რესურსი გახდეს.  სკოლის მოსწავლეებმა, შესაბამისი წვრთნის გავლის შემდეგ, შეძლონ ვებ. გვერდის ადმინისტრირება,  ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და საიტზე განთავსება.  საიტი უნდა იყოს დამატებითი შესაძლებლობა გურული ახალგაზრდებისთვის მიიღონ დამატებითი განათლება,  გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს, დააგროვონ კონტენტის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება და რაც მთავარია,  ჰქონდეთ შესაძლებლობა ისმოდეს მათი ხმა.

Progress House